რას გთავაზობთ?

ევროპული სტანდარტების შესაბამის სერვისს, რომელიც მგზავრთა უსაფრთხოებას, თანამშრომლობის კომფორტს და მომხმარებლის დაცულობას უზრუნველყოფს.

„თბილისი ლიფტი“ ემსახურება ნებისმიერი ბრენდის და  წარმოების ლიფტს.  ტექნიკური პერსონალის და მენეჯმენტის პერიოდული გადამზადება მწარმოებლის ბაზაზე, საშუალებას იძლევა სულ უფრო დაიხვეწოს არსებული სერვისი და კორპორატიული მიდგომები მომხმარებლის მიმართ.

დამკვეთის და ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სერვისი მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

სტანდარტული სერვისი ნებისმიერი აბონენტისთვის მოიცავს:

ლიფტის ყოველთვიური, გეგმიური ტექნიკური შემოწმება

გულისხმობს ძირითადი უსაფრთხოების სისტემების შემოწმებას, მექანიზმის დარეგულირებას, შახტის დათვალიერებას. ყოვლთვიური გეგმიური შემოწმება მინიმუმამდე ამცირებს ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ყურადღება ექცევა უსაფრთხოების სტიკერების მთლიანობას. ჩატარებული სამუშაოების შესახებ ივსება აქტი და მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც მომხმარებლის უკუკავშირით განისაზღვრება.

Service
callcentre

24/7 ცხელი ხაზი -სპეც ნომერი 16 000

„თბილისი ლიფტთან“ დასაკავშირებლად მოქმედებს სპეცნომერი 16000. ზარის განხორციელება შესაძლებელია  ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორიდან უფასოდ.

კომფორტული მომსახურების მიზნით, შემომავალი ზარის საფასურს ფარავს კომპანია.  ანგარიშზე ნული ბალანსის  შემთხვევაშიც, მოქალაქეს შეუძლია ცხელ ხაზთან დაკავშირება.

16 000 აკავშირებს მომხმარებელს ცხელი ხაზის ოპერატორთან  24/7 განმავლობაში არსებული კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით – ლიფტის დაზიანების, გაჭედვის და მსგავსი სიტუაციების დროს.

ლიფტის დაზიანებისას, ტექნიკური ჯგუფის რეაგირების დრო – არაუგვიანეს 2 საათი

დაზიანების შესახებ ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია მუშავდება. ფასდება საფრთხის ხარისხი. ტექნიკური ჯგუფის მისვლამდე, საჭიროებისამებრ მომხმარებელს ეძლევა მოქმედების ინსტრუქცია. დამუშავებული ინფორმაცია დაზიანების შესახებ გადაეცემა ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც ობიექტზე მიდის მომზადებული.

Service
Service

მგზავრების ევაკუაციის დრო – მაქსიმუმ 30 წუთი

მგზავრების ლიფტში გაჭედვის შემთხვევაში, ტექნიკური ჯგუფი ობიექტზე მიდის ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციიდან 30 წუთის განმავლობაში.
ცხელი ხაზის ოპერატორი, საჭიროებისამებრ, რჩება ხაზზე და შესაბამის ინსტრუქციას აძლევს მოქალაქეს, რომელმაც დარეკა, ან მგზავრს, რომელიც იმყოფება ლიფტის კაბინაში, რათა არ მოხდეს თვითნებური გამოსვლა ლიფტიდან, ან სხვა ქმედებები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

პირველადი ნაწილების შეცვლა-განახლება

არსებულ კლიენტებთან კომპანია ატარებს ლოიალური პოლიტიკას და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გადაუდებელი დეფექტების გამოსწორებას.

ჩვენი მომხმარებელი სარგებლობს არასაბაზრო ფასებით დანადგარის ნაწილების შესყიდვის დროს.

Service

დამატებითი სერვისები

  • ლიფტის კაბინის დიზაინის შერჩევა-განახლება

    კაბინის სრული განახლების, გამოცვლის საჭიროების, ან სურვილის შემთხვევაში „თბილისი ლიფტი“ არსებულ მომხმარებლებს მისაღებ ფასს და მაღალ ხარისხს სთავაზობს. კომპანიას აქვს რესურსი და თანამშრომლობს დანადგარების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც საშუალებას იძლევა დააკმაყოფილოს დამკვეთის ნებისმიერი მოთხოვნა ხარისხზე.

  • სავალდებულო ტექინსპექტირების უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ

    თუ ლიფტს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს, „თბილისი ლიფტი“ გეგმავს და ახორციელებს აღნიშნულ პროცედურას კონტრაქტორის საშუალებით.