Techinspection

ლიფტი მიეკუთვნება III რისკის კატეგორიის ობიექტების რიცხვს, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს (საქართველოს მთავრობის #173 დადგენილება)

ლიფტები, რომლებსაც არ აქვთ გავლილი სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მოცემულ ვადებში, ექვემდებარება ჯარიმას და ილუქება ლიფტი შესაბამისი ზომების მიღებამდე.

სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტების 80 %-ს არ აქვს გავლილი ტექინპექტირების პროცედურა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს უსაფრთხოების მაჩვენებელს.

მგზავრთა მაქსიმალური დაცულობისთვის, „თბილისი ლიფტი“, ყოველ ახალ მომხმარებელს, სტანდარტულ სერვისთან ერთად სთავაზობს:

  • ტექინსპექტირების პროცედურის ჩატარებას, რაც სხვადასხვა ფაქტორების გამო (მწირი ინფორმაცია, არასაკმარისი ფინანსური რესურსი მოსახლეობაში)  უგულებელყოფილია.

  • კომპანია საკუთარ თავზე იღებს მომხმარებლის პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს მეტ კომფორტს და ნაკლებ დანახარჯს ლიფტის მესაკუთრის მხრიდან.

  • ლიფტებში გაიკვრება სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მანიშნებელი სტიკერი, რომელზეც დატანილია ლიფტის ინსპექტირების ჩატარების და ვალიდურობის ვადები, რაც დაცულობის და უსაფრთხოების გარანტია მესაკუთრეებისა და მგზავრებისთვის.

Techinspection