ვინ არის ლიფტის მესაკუთრე?

ვისი ვალდებულებაა უსაფრთხოებაზე ზრუნვა…

ლიფტის მესაკუთრედ ითვლება კერძო ან იურიდიული პირი, ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელიც ვალდებულია მოუაროს, შეინახოს და სერვისით უზრუნველყოს  შიდა სამგზავრო დანადგარი.

ლიფტების ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, მფლობელმა უნდა უზრუნველყოს:

  • ლიფტის მომსახურეობა სათანადო კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირის მიერ, რომელთანაც აფორმებს ხელშეკრულებას და აქვს შესაბამისი რესურსი სერვისის განსახორციელებლად : კვალიფიციური პერსონალი, 24/7 ცხელი ხაზი, გეგმიური და ავარიული კონტროლის მექანიზმი და ა.შ.
  • ავარიულ შემთხვევებში (ელექტრო ენერგიის გამორთვა; ლიფტის ტექნიკური გაუმართაობა) ლიფტში მყოფი მგზავრების დროული განთავისუფლებისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზებაც ლიფტის მფლობელის ვალდებულებაა, რაც გულისხმობს ტექნიკური ჯგუფის გამოძახებას, მათ მიერ მოწოდებული ინსტრუქციის დაცვას. ლიფტის მფლობელს ევალება ავარიის, ლიფტში მგზავრების გაჭედვის შემთხვევაში ობიექტის კონტროლი სერვისის სამსახურის ან სხვა შესაბამისი სამსახურების მოსვლამდე,  შენობაში მყოფი მოქალაქეების ინფორმირება.
  • ლიფტის გამოყენების ინსტრუქციის ხელმისაწვმდომობა მომხმარებლებისთვის.

ყოველ კაბინაში უნდა დაყენდეს ადვილად შესამჩნევი ფირნიში, რო­მელ­ზეც მითითებული იქნება ლიფტის  ტვირთამწეობა, როგორც კილოგრა­მებში, ასევე გადასაყვან მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობით.

  • ლიფტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ლიფტის დანად­გარებთან დაკავშირებული მოწყობილობები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მომსახურების, რემონტისა და საგანგებო სიტუაციების დროს.
  • იმ სივრცეში, რომელშიც მოძრაობს ლიფტი, ასევე თანაორმოში, შეღწევა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ან საგანგებო სიტუა­ციე­ბის დროს. ლიფტის ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს აღნიშნულ სივრცეებში ადამიანის შეღწევის შემთხვევაში.
  • კაბინაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავარიული განათება.

 ლიფტზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა იშლებოდეს ადვილად. მითითებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მწარმოებლის/დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) ნიშანდებას, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

გ) მინიჭებულ სერიასა და ტიპს;

დ) სერიულ ნომერს;

ე) დამზადების წელს.

ლიფტის მფლობელი ვალდებულია შეაფა­სოს მის განკარგულებაში მყოფ ლიფტთან დაკავშირებული ყველა საფრთხე, რათა აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიღებული იქნეს საჭირო ზომები უსაფრთხოების უზუნველსაყოფად.

ლიფტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. საქართველოს კანონმდებლობით ტექნიკური ინპექტირება უნდა ჩატარდეს სამ წელში ერთხელ.

ლიფტს, რომელსაც არ აქვთ გავლილი აღნიშნული ტექ-ინსპექტირება – მფლობელს ეკისრება ჯარიმა და ილუქება ლიფტი, სრულად გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობამდე.

ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებთან ლიფტის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ლიფტის ექსპლუატაციის გამწევი პირი. (დოკუმენტაცია, მახასიათებლები, სერვისი, სავალდებულო ტექნიკური ინპექტირება)

ლიფტის საიმედოობის დადგენისთვის ორგანიზებული უნდა იყოს ყოველწლიური სტატიკური და დინამიკური გამოცდების ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს ლიფტის დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ ლიფტის ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს აღნიშნულ მეთოდიკას, მაშინ გამოცდები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მიხედვით.