ხშირად ლიფტის დაზიანების, გაუმართაობის, მგზავრთა დისკომფორტის  თუ უსიამოვნო შემთხვევების მიზეზი მისი არასწორი გამოყენებაა.

ლიფტს, როგორც ნებისმიერ სამგზავრო საშუალებას  გამოყენების მარტივი წესები აქვს რომელიც ჯობს დავიცვათ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის!

კიდევ ერთხელ გადავხედოთ, ვითვალისწინებთ თუ არა?!

  • დააჭირეთ გამოძახების ღილაკს და დაელოდეთ ლიფტის გაჩერებას სართულზე და კარის სრულად გაღებას.
  • დაუთმეთ გზა ლიფტიდან გამომავალ მგზავრებს.
  • შესვლამდე დარწმუნდით, რომ ლიფტის კაბინა იმყოფება სართულზე, ყურადღება მიაქციეთ ზღურბლს, რადგან შესაძლოა ბარიერის შემთხვევაში დაზარალდეთ.
  • თუ ბავშვთან ერთად შედიხართ ლიფტში, მოარიდეთ კარს.
  • 12 წლამდე ბავშვების მგზავრობა ნებადართულია მხოლოდ უფროსის თანხლებით.
  • ლიფტში პირველი შედის უფროსი და შემდეგ ბავშვი
  • შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობისას ხელში აიყვანეთ, ან გეკავოთ მოკლე საბელზე.
  • დააჭირეთ სასურველ მიმმართველს და დახურვის ღილაკს.

აკრძალულია

  • კარის მოძრაობის შეჩერება თვითნებურად.
  • ხტუნვა კაბინის მოძრაობის დროს
  • გაჭედვის შემთხვევაში კარის თვითნებურად გაღება და გამოსვლა (დააჭირეთ განგაშის ღილაკს, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე და დაელოდეთ დახმარებას)
  • თამბაქოს მოწევა
  • დაკვამლიანების, ან ნაწვის სუნის შემთხვევაში ლიფტით მგზავრობა
  • ლიფტით სარგებლობა ხანძრის და მიწისძვრის დროს.
  • სამგზავრო ლიფტით სამშენებლო მასალების გადაზიდვა
  • დასაშვებ წონაზე მეტი მგზავრის ან ტვირთის გადაზიდვა

თუ თქვენ ყველა ზემოთჩამოთვლილ პუნქტს ითვალისწინებთ,  მაშინ…

დაივიწყეთ კიბე, იმგზავრეთ დაცულად!