ლიფტი, როგორც სამგზავრო საშუალება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. საშუალო სტატისტიკური ადამიანი ყოველდღე, ან კვირაში რამდენჯერმე გადაადგილდება ლიფტით. ამასობაში, ლიფტმა დამატებითი ფუნქციებიც შეიძინა: რეკრეაციული, მარკეტინგული, ინტიმურ-ფსიქოლოგიური და ა.შ.

სამგზავრო ლიფტის მთავარი ფუნქციები -ხარისხი,  უსაფრთხოება, კომფორტი, გადაადგილების სიჩქარე –  უცვლელი რჩება და სწორედ ამიტომ ეძახიან ლიფტს „შენობის სავიზიტო ბარათს“.

ყველაფერი კი 1880 წელს დაიწყო, როდესაც ვერნერ ფონ სიმენსმა მანჰაიმის გამოფენაზე პირველი ელექტროენერგიაზე მომუშავე ლიფტის დემონსტრირება მოახდინა.

ლიფტის უძველესი წინაპარი მანამდეც არსებობდა. საუკუნეების განმავლობაში ამწე საშუალებად იყენებდნენ  მაღაროებში, სამშენებლო ობიექტებზე და საწყობებში. თანამედროვე სამგზავრო ლიფტის წარმოშობას კი  ელექტროენერგიამ შეუწყო ხელი.

სამგზავრო ლიფტის პირველი მერცხალი – ჰიდრავლიკური ლიფტის მონტაჟი 1850-იან წლებს უკავშირდება. 1854 წელს ნიუ იორკში, კრისტალ პალასის გამოფენაზე, ელიშა გრეივს ოტისმა წარმოადგინა პირველი „უსაფრთხო ლიფტის“-ის ინოვაციურ-დრამატული დემონსტრაცია. პრეზენტაციის დრამატულობა კი მდგომარეობდა შემდეგში:  ოტისი საგამოფენო სივრცეში, ოთხი სართულის სიმაღლეზე დამონტაჟებულ ლიფტის ბაქანზე ავიდა, როდესაც ლიფტის დამჭერი თოკი  გადაჭრეს, დამსწრე საზოგადოება შოკში ჩავარდა და ხმაურით გასასვლელისკენ გაიქცა. მოგვიანებით აზრზე მოსულებმა დაინახეს, რომ ძირს დანარცხების ნაცვლად კაბინა და მისი მგზავრიც მიწის ზემოთ მშვიდად და უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.

ამ ფაქტიდან 4 წლის შემდეგ, ოტისმა პირველი ,ორთქლის ძრავზე მომუშავე, სამგზავრო ლიფტი ბროდვეიზე მდებარე მაღაზიაში –  E.V. Haughwout & Co დაამონტაჟა. მაღაზიის ვიზიტორები და გაყიდვები ერთი ასად გაიზარდა, რადგან მაღაზიას ათასობით ცნობისმოყვარე ადამიანი სტუმრობდა  „სასწაულმოქმედი მოძრავი ყუთის“  სანახავად.

ელექტრო ლიფტის პირველი მოდელის შექმნა Siemens-ის სახელს უკავშირდება, რომელიც იმ პერიოდისთვის არ განავითარა, რადგან პარალელურად,   მუშაობდა დიდ პროექტებზე: ელექტრო მატარებლები და ელექტროენერგიის სისტემები.

ორი ათწლეულის შემდეგ,ოტისის მიერ აშშ-ში დაფუძნებულმა ფირმამ  Otis Brothers & Co. ელექტროენერგია დააწესა ლიფტის სისტემის და დიზაინის პარადიგმად, რამაც გადატრიალება მოახდინა არამარტო ლიფტების, არამედ მსოფლიო  არქიტექტურაში.

ძნელი სათქმელია რომელი უფრო დიდ შიშს იწვევდა იმდროინდელ საზოგადოებაში -ლიფტი თუ ელექტროობა, ალბათ თანაბრად…

სწორედ ელექტრო ლიფტების არსებობამ მისცა საშუალება არქიტექტორებს შეექმნათ მრავალსართულიანი შენობები ე.წ. ცათამბჯენები. შენობების სიმაღლე 20 სართულს გასცდა საზოგადოებას კი რამდენიმე ათწლეული დასჭირდა შიშის დასაძლევად. ელექტროენერგია ახალი ტექნოლოგია იყო, უხილავი ძალა, რომელიც მოძრაობდა სუსტი კაბელების გასწვრივ… მას შეეძლო ჯადოსნურად გაენათებინა ოთახი და მთელი ქუჩაც, მაგრამ მასთან გაუფრთხილებლობას ადამიანის მოკვლაც შეეძლო.

1902 წელს Otis Elevator Co.-მა შექმნა მაღალი სიჩქარის და წევის ელექტრო ლიფტი, ინოვაცია მდგომარეობდა ელექტრონული და მექანიკური ქვესისტემების გენიალურ კომბინაციაში, პირველი სისტემა ნიუ-იორკში დამონტაჟდა. ახალმა ელექტრო ლიფტმა, როგორც ამერიკელები იტყვიან „ერთღამეში“ მოაძველა ჰიდრავლიკური ლიფტი და ახალი შესაძლებლობების სამყარო შექმნა არქიტექტორებისთვის.

1906-1912 წლებში შენობების სიმაღლე გაიზარდა და   46 სართულს გასცდა. ამ პერიოდში აშენდა:  Singer Building, Metropolitan Life Tower, Woolworth Building და სხვა.